ბესიკ თამლიანის დედა - თუ პოლიტიკური დაკვეთა არ იქნება, ჩემ შვილს გამოუშვებენ

თუ პოლიტიკური დაკვეთა არ იქნება, რომ ჩემი შვილი საპატიმროში დარჩეს, მაშინ გამოუშვებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა განუცხადა.

„წინა სასამართლო პროცესზე დროშის ტარები მოიტანეს, რომელთა დიამეტრი ორნახევარი მილიმეტრი თუ იქნებოდა. თურმე, მომიტინგეები ამით აპირებდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას. ყველა გმირის წინაშე ვიხრი ქედს, ანწუხელიძის წინაშე ვიხრი ქედს, ყველა გმირის წინაშე, ვინც კი საქართველოს გამო თავი გაწირა. ანწუხელიძეს დროშა დაუდეს წინ და უთხრეს გადაუარეო, მან არ გათელა ის დროშა და ბიჭი დახვრიტეს. 20 ივნისს, გაბრაზებული ხალხი მიტინგზე დროშით იყო მისული, მთავრობას ეუბნებოდნენ, რომ ეს ქვეყნის სიმბოლო იყო, ეს დროშები სახელმწიფოებრიობის სიმბოლო იყო და ეს ხელისუფლებამ ნივთმტკიცებად გამოიყენა. თუკი გაბრაზებული მომიტინგეები ამ დროშებით იბრძოდნენ, რითაც საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ, აღნიშნული დროშა პოლიციელისთვის რომ დაერტყათ, გადატყდებოდა. გეფიცებით, არცერთი მათგანი გადატეხილი არ იყო. 25 თუ 30 დროშის ტარი სრულად იყო სასამართლოში მოტანილი“, - განაცხადა თამლიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა