დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია ცდილობს, დესტრუქციული გზით დაარღვიოს შეთანხმება და პროცესი ისევ ქაოსში გადაიყვანოს

მე ისევ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არათუ მზად არ არის, არამედ მას არც სურვილი აქვს, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას კონკრეტული პირების პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ხუნდაძის თქმით, ოპოზიცია ისევ ცდილობს, დესტრუქციული გზით დაარღვიოს შეთანხმება.

„ოპოზიციის მხრიდან ულტიმატუმი არ გვიკვირს. ამდაგვარი ულტიმატუმების წამოყენება, რომ ქვეყანამ საარჩევნო პერიოდში სამართალი შეაჩეროს და სამართლებრივი ქვეყნისთვის მიუღებელი წესებით იცხოვროს, მიუღებელია. ოპოზიციის პრეტენზიები უკვე სცილდება ზღვარს და იმ შეთანხმებას, რაც მიღწეული იქნა. მე ისევ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია არათუ მზად არ არის, არამედ მას არც სურვილი აქვს, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და საარჩევნო პროცესი წარიმართოს დადგენილი წესების მიხედვით. ოპოზიცია ისევ ცდილობს, დესტრუქციული გზით დაარღვიოს შეთანხმება და პროცესი ისევ ქაოსში გადაიყვანოს,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა