იტალიაში საქართველოს ელჩი - იტალიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 ცხელი ხაზია ამოქმედებული და საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან

იტალიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, იტალიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 ცხელი ხაზია ამოქმედებული. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

„ყველასთან გვაქვს უწყვეტი კავშირი. მუშაობს ხუთი ცხელი ხაზი. არის ხოლმე შემთხვევები, შეიძლება ათი ადამიანი რეკავდეს ერთდროულად და ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოტოვებულ ზარებსაც ვინიშნავთ და აუცილებლად ვურეკავთ. შესაბამისად, გვაქვს მუდმივი ინტერაქტივი ჩვენს მოქალაქეებთან, ვაძლევთ შესაბამის რჩევებს და ვეხმარებით ყველანაირად იქნება ეს ექიმის დახმარება თუ სხვა რამ“,- განაცხადა კონსტანტინე სურგულაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის იტალიაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უდასტურდება კორონავირუსი.

„ერთ ქართველს დაუდასტურდა, რომელსაც უმკურნალეს და ის უკვე გამოჯანმრთელებულია, თუმცა ცოტახანს კიდევ დარჩება კარანტინის რეჟიმში, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მასში ვირუსის არსებობა. ამ ეტაპზე, სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით დადასტურებული შემთხვევა არ არის“, -აღნიშნა კონსტანტინე სურგულაძემ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა