ირანი - ჩვენ ამერიკელი ექიმები არ გვჭირდება - დაასრულეთ ეკონომიკური და სამედიცინო ტერორიზმი

ირანმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებაზე, რომ ვაშინგტონი მზად არის კორონავირუსთან ბრძოლის დროს დახმარება გაუწიოს ქვეყანას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მოუსავიმ ამერიკის ლიდერის განცხადებებს „თვალთმაქცობა“ უწოდა.

„თანაგრძნობის ამ საძაგელი გამოვლინების ნაცვლად, თქვენ უნდა დაასრულოთ ეკონომიკური და სამედიცინო ტერორიზმი, რათა სამედიცინო პერსონალმა შეძლოს მარაგებზე წვდომა, რომ დაეხმაროს ირანელ ხალხს. ჩვენ ამერიკელი ექიმები არ გვჭირდება. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური და მამაცი სამედიცინო პერსონალი გვყავს“,-განაცხადა მოუსავიმ.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ირანში ამ დროისთვის კორონავირუსის 11 364 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 514 შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა