საქართველოში მარტის თვეში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა გაუქმდა

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდი. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან.

„პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება და 15 აპრილამდე გადადო მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი. მათ შორის, 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი. შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მაისის თვეში ჩატარდება 19-22 მარტს ბუდაპეშტში გასამართი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი“ , -ნათქვამია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 31 მაისს დაიწყება და 7 ივნისს დასრულდება ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი წყალბურთში, რომლისთვისაც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს მარტის ბოლოს უნდა ემასპინძლა.

„გაურკვეველი ვადით გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც კანადაში 16-22 მარტს უნდა გამართულიყო.ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც თბილისი 4-5 აპრილს მასპინძლობდა, საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ასევე გაურკვეველი დროით გადაიდო.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპის ჩემპიონატს მაისის ნაცვლად ივნისის ბოლოს ჩაატარებს, თბილისში გასამართი გრან პრი კი გაუქმდა. აპრილის ნაცვლად, 13-21 ივნისს ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირებიდან თითქმის ყველა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და არცერთი მათგანი არ გაუქმებულა, არამედ გადაიდო გარკვეული დროით, გარდა თბილისის გრან პრისა.“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. გუშინ, საბერძნეთში ოლიმპიური ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

რაც შეეხება 26 მარტს თბილისში გასამართ ევრო-2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ასევე უეფას ეგიდით გასამართ ყველა მატჩს - მათი ბედი 17 მარტს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო ვიდეო კონფერენციას გამართავს.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა