კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პარლამენტი მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს​

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს პარლამენტი მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს. კერძოდ, მოქალაქეთა განცხადებების მიღება პარლამენტის სასახლეში განთავსებული სპეციალური საფოსტო ყუთის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყუთი უსაფრთხო წესით დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიხსნება და დოკუმენტები ადრესატებს გადაეცემათ.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ პარლამენტის სასახლეში მისვლისგან.

"დოკუმენტების გაგზავნა შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონულად, ელფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge . ასევე ფოსტით, მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 8, ინდექსი − 0118. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 2 28 26 24. საქართველოს პარლამენტი მოგიწოდებთ, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავოთ პარლამენტის სასახლეში მოსვლისგან, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მაქსიმალურად შეიზღუდოს ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტი ვითარების სტაბილიზაციამდე ", - ნათქვამია ინფორმაციაში.​

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა