იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 250-ით გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 250 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანად, ეპიდემიის აფეთქების დღიდან გარდაცვლილია 1266 ადამიანი. ამის შესახებ დღეს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 14 955 ადამიანს შეადგენს.

ბოლო ინფორმაცია, რომელიც იტალიიდან ვრცელდებოდა, გარდაცვლილი იყო 1016 ადამიანი, ხოლო 12 839 დაავადებული.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 5 373 ადამიანი, ინფიცირებულია 142 766 პირი, გამოჯანმრთელდა-70 920 პირი.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში