ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს - გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ თქვენი ლეგიტიმური საკონსტიტუციო ძალაუფლება ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით

გთხოვთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაითვალისწინოთ თქვენი ლეგიტიმური საკონსტიტუციო ძალაუფლება ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც იქნება აღქმული, როგორც ტესტი ერთობლივი შეთანხმების განხორციელების, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების წერილშია ნათქვამი, რომლის ტექსტსაც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ავრცელებს.

წერილს ხელს აწერს 11 ევროპარლამენტარი, რომლებიც 5 სხვადასხვა ჯგუფიდან - კონსერვატორები, სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და ლიბერალები არიან.

„ძვირფასო პრეზიდენტო,

ჩვენ, ევროპარლამენტის წევრებს გვსურს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახლახანს მიღწეული შეთანხმება. ეს პოზიტიური ამბავი არის წამახალისებელი იმისა, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ხალხის ევროპული არჩევანის გზაზე პროგრესის მიღწევა განაგრძოს.

საქართველოს ბევრი მეგობარი და მგზნებარე (აქტიური) მხარდამჭერი შეშფოთებას გამოთქვამს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, რამაც პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის ზრდა გამოიწვია ბოლო თვეების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ასეთი პროცესი იყო „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას დაკავება.

შეთანხმების სრული იმპლემენტაცია მის წერილში იქნება გადამწყვეტი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და ნორმალიზებისთვის, მათ შორის მიმდინარე წლის მნიშვნელოვან არჩევნებში. მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია აგრძელებენ უთანხმოებას ამ და სხვა საკითხებზე, ჩვენ გთხოვთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაითვალისწინოთ თქვენი ლეგიტიმური საკონსტიტუციო ძალაუფლება ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც იქნება აღქმული, როგორც ტესტი ერთობლივი შეთანხმების განხორციელების. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ქმედება იქნება ქვეყანაში მდგომარეობის სრული ნორმალიზებისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯი, რასაც საქართველოს მეგობრები, ჩვენს მსგავსად, მოუთმენლად ელოდებიან“,-ნათქვამია წერილში, რომელსაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერზე“ ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო