მაკდონალდს საქართველო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

„მაკდონალდს“ საქართველო COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციულ ზომებს იღებს და უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს.

იცვლება მაკდონალდსის სისტემაში არსებული პირადი ჰიგიენისა და ხელების დაბანის წესები - რესტორნის თანამშრომლები ხელების დაბანა/დეზინფექციას 30 წუთის ნაცვლად ახლა უკვე ყოველ 15 წუთში ერთხელ ახდენენ. ახალი განაწესის მიხედვით, მაკდონალდსის ისედაც მკაცრ დასუფთავება/დეზინფექციის წესებს, ყოველი მოხმარების შემდეგ რესტორნის ტერიტორიის და შემდეგი ინვენტარის - მაგიდების და სკამების, საბავშვო სკამებისა და ლანგრების დასუფთავება/დეზინფექციას დაემატა მაგიდის სერვის პირამიდების სპეციალური ხსნარებით დასუფთავება და დეზინფექცია.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამიტომ ვიღებთ გამკაცრებულ პრევენციულ ზომებს. ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობის განვითარებას, მათ შორის ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ქმედით ნაბიჯებს“, - აცხადებენ მაკდონალდსში.

კომპანია საქართველოს მასშტაბით, ყველა რესტორანში ყოველკვირეულად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს. საათში ერთხელ დეზინფექცია უტარდება შესაკვეთ კიოსკებსა და გადახდის ტერმინალებს, სანაგვე ურნის მოძრავ ნაწილს, კარების სახელურებს და ონკანის საკეტებს.

მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, მაკდონალდსის თითოეულ რესტორანში მუშაობის დაწყებამდე, ყველა თანამშრომელს უკონტროლდება ტემპერატურა.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც სტუმრობდნენ ევროპასა და სხვა რისკ ქვეყნებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის დაცვით არ დაიშვებიან სამუშაო ადგილზე, კომპანია უზრუნველყოფს მათ ამ პერიოდის ანაზღაურებით, რათა თანამშრომელმა მოახდინოს თვითიზოლაცია/კარანტინი.

მაკდონალდს საქართველო მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს როგორც როგორც რესტორნებში, ასევე მაკდრაივზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი