რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში” მოწყობილ საკარანტინო ზონაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები განათავსეს

რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში” მოწყობილ საკარანტინო ზონაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები გვიან ღამით განათავსეს. როგორც „ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე სასტუმრო „რუსთავში" 16 მოქალაქეა განთავსებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, მოქალაქეების გადმოყვანა რუსთავში ავტობუსებით მოხდა.

ისინი საკანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

სასტუმრო „რუსთავის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკარანტინო ცენტრში განთავსებულები კომფორტულ ნომრებში არიან შეყვანილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა შესაბამისი პირველადი მოხმარების ნივთებით.

იხილეთ ვიდეო: შიდა კადრები რუსთავის საკარანტინო ზონიდან, სადაც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები მოათავსეს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა