ამირან გამყრელიძე - გვაქვს კორონავირუსის ე.წ მესამეული გადაცემა - მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაცაა, ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დაფიქსირებულ 5 შემთხვევაში არის ე.წ მესამეული გადაცემა.

„გვაქვს ე.წ მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი. მესამეული და მეოთხეული გადაცემა როდესაც გვაქვს, სამწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის შემთხვევები გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა