ამირან გამყრელიძე -  თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება

თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების მიერ თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგს აწარმოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და საპატრულო პოლიცია.

„თვითიზოლაციაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა მკაცრდება. იცით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ერთად, ამ მონიტორინგს აწარმოებს შსს-ს საპატრულო პოლიცია და ეს კონტროლი უფრო და უფრო გამკაცრდება. გარდა იმისა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თვითშეგნება, რომ არ დაარღვიოს წესები, თუმცა მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა