ამირან გამყრელიძის განცხადებით, მზად არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მზად არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინონ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება არ შეუძლიათ.

„გარკვეულწილად მეც ჩართული ვარ ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია. სამწუხაროდ, იქ დიაგნოსტიკის საშუალება არ აქვთ, რომ იყოს შესაძლო შემთხვევა, ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ დიაგნოსტიკაში დავეხმაროთ და თუ საჭირო გახდა, მერე ავადმყოფის გადმოყვანაში და თავისთავად, მკურნალობაშიც. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ჩვენ მზად ვართ მათ მივხმაროთ პირველ რიგში, შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირებში და მათ შემდგომ მართვაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე