„საქართველოს წითელი ჯვარი“ მიმართვას ავრცელებს

„საქართველოს წითელი ჯვარი“ მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წითელი ჯვარი სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უწევს ბინაზე მომსახურებას და მოუწოდებს მოსალისეობის მსურველებს, მათ მიმართონ, რათა სათანადო მომზადება გაიარონ.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უწევს ბინაზე მომსახურებას, როგორც სამედიცინო ასევე, სოციალური საჭიროებების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 ფილიალის ბაზაზე.

მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ მოგვმართოთ საქართველოს წითელ ჯვარს, რათა გაიაროთ სათანადო მომზადება, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

მივმართავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ჩართონ „საქართველოს წითელი ჯვარი“, თავისი გუნდით და კარგად დატრენინგებული მოხალისეებით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. ასევე დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის”, - ნათქვამია მიმართვაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე