დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.მისივე თქმით, ტესტირება პარასკევს ღამით გაიკეთა.

ტრამპის განცხადებით, შედეგები ჯერ არ იცის და პასუხებს ჩვეულებრივ 1-2 დღე სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ტემპერატურა გაიზომა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია? ტრამპმა უპასუხა, რომ "ნორმალური".

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტს, სავარაუდოდ, ჩაიტარებდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ იკეთებდა ტესტს, მაშინ, როცა კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

CNN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი დაესწრო სადილს, რომელსაც ტრამპმა უმასპინძლა ფლორიდაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა