ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

ბათუმში COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. როგორ "ინტერპრესნიუს'' ბათუმის მერიის პრესცენტრიდან აცნობეს, ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე, მათ შორის, ბაზრობებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ბათუმში სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება სკოლებს, მუნიციპალურ ბაღებსა და სასადილოებს, ბიბლიოთეკებს, ხანდაზმულთა დღის ცენტრს, ღამის თავშესაფარს, ადმინისტრაციულ შენობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებს.

მომართვის საფუძველზე, დეზინფექცია ჩატარდა კერძო ბაღებსა და დაწესებულებებში, ასევე სხვადასხვა სარესტორნო ქსელში. ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია. აქტიურად მიმდინარეობს მიკროავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ხოლო კვირაში ორჯერ - მათი დეზინფექცია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე