თელავის სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო ზონიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თელავის სასტუმროში მოწყობილი საკარანტინო ზონიდან ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარიზი-თბილისის რეისით დაბრუნებულ 47 წლის ქალს მაღალი ტემპერატურა დღეს დაუფიქსირდა, რომელიც დროებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით კი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სასწრაფოს მანქანით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში 50-მდე პირი კარანტინში გადაიყვანეს. ისინი საქართველოში საფრანგეთიდან დაბრუნდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა