საფრანგეთში კორონავირუსის გამო რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და კლუბები დაიხურება

კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გაზრდის სოციალურ დისტანციას.

პრესკონფერენციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ შაბათს გვიან ღამით ყველა ადგილის დაკეტვა დაიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მათ შორის რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები.

”ბაზრები და კვების ობიექტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, გაზეთები და თამბაქოს მაღაზიები დარჩება ღია”, - აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, ღია იქნება რელიგიური ორგანიზაციები, თუმცა რელიგიური ცერემონიები და შეკრებები გადაიდება.

"ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც უყვარს შეკრებები, მხიარული ხალხი. ხალხი, რომელსაც ერთად ცხოვრება უყვარს ... შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი, როდესაც შიში ვრცელდება.

ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს კაფეებსა და რესტორნებში. ჩვეულებრივ დროს ეს სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან ეს არის საფრანგეთი, რომელიც ყველას გვიყვარს....მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე, ეს არ არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ”, - დასძინა ფილიპმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა