ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს

ოზურგეთიდან, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით, ბათუმის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, გურიაში თვითიზოლაციაში 41 პირი იმყოფება.

აქედან, რვა პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 24 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ კი, ვინც არ დაემორჩილება წესს, მოუწევს კარანტინში გადაყვანა. სწორედ ამ მოტივით, უახლესი ინფორმაციით, ოზურგეთიდან 7 პირი გადაყვანილია კარანტინში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა