დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებული პირები თვითიზოლაციაში გადავლენ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

მისი თქმით, პირებს, როლმებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ დარჩნენ სახლში.

დღეიდან კი ქვეყანაში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 35-ს მიაღწია. ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულის შემთხვევების რიცხვი კი - 1 372-ია.

იხილეთ ვიდეო: დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებული პირები თვითიზოლაციაში გადავლენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი