ჩეხეთში, კორონავირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

ჩეხეთის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინი 24 მარტამდე, ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე, გაგრძელდება.

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება შევზღუდოთ,“- აღნიშნა ბაბიშმა ჟურნალსტებთან საუბარში.

ბოლო მონაცემებით, ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 253 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსისგან არავინ დაღუპულა. ქვეყანაში დახურულია მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობა, შეჩერებულია საერთაშორისო მიმოსვა, დახურულია სკოლები და აკრძალულია საზოგადოებრივი ღონისძიებები.

იხილეთ ვიდეო: ჩეხეთში, კორონავირუსის გამო, კარანტინი გამოცხადდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა