ტურიზმის სექტორში დასაქმებული გადამხდელებისათვის გადასახადის გადავადების საშეღავათო პირობები ამოქმედდა

დღეიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის წარდგენით იქნება შესაძლებელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ მოახდინონ დეკლარირებული ვალდებულების გადახდის გადავადება 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ: განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს - www.rs.ge .

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მეილია info@rs.ge; სატელეფონო ცენტრი - 2 299 299.

ელექტრონული ფორმით განაცხადის მიღების ბმული: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=721 .

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება