საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი - 47 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო ზონაში იყო

47 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინო ზონაში მოთავსებიდან მეორე დღეს, აღნიშნულ პირს დაუფიქსიდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ის ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„კახეთის მასშტაბით ამ ეტაპზე ორი საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც პარიზი - თბილისის რეისიდან ჩამოსული მგზავრები არიან მოთავსებული. მათგან ერთს დაუფიქსირდა კორონავირუსი.

ახლად ინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები აკვირდებიან. ქალბატონს არ ჰქონია შეხება საზოგადოებასთან, ის იყო მოთავსებული საკარანტინო ზონაში. მეორე დღეს ტემპერატურის გამო გადაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საიდანაც მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია თბილისის ინფექციურში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითილიზოლაციაში 110 ადამიანი იმყოფება. შვიდმა პირმა უკვე გაირა საინკუბაციო პერიოდი და მოეხსნა იზოლაციის ვალდებულება. 3 ადამიანი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა