ლევან ბოძაშვილი - ქვეყნების უმრავლესობაში საგანგებო მდგომარეობის რამდენიმე დონე და სახე არსებობს - დროული იქნება თუ ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ მოდიფიცირდება

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობა ვითარების შესაბამისად უნდა მოდიფიცირდეს.

მისი თქმით, მოდიფიცირების შემთხვევაში, ასეთი მდგომარეობის შემოღება იქნება პრევენციულ-პროფილაქტიკური და არა ისეთი საგანგაშო, როგორიც ახლა გვაქვს.

„ქვეყნების უმრავლესობაში საგანგებო მდგომარეობის რამდენიმე დონე და სახე არსებობს. დროული იქნება თუ ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ მოდიფიცირდება და ეპიდემიური და სხვა ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობების არსებული ბმა გარკვეულ შეზღუდვებთან, არჩევნებთან, დამტკიცებებთან აღარ იქნება და განისაზღვრება, მესამე, მინიმალური დონით ისე, რომ მთავრობა იყოს მოქნილი მის შემოღება-გაუქმებისას და მოხდეს მისი ტერმინოლოგიური, დასახელებითი ადაპტაცია. ამის შემდგომ ასეთი მდგომარეობის შემოღება იქნება პრევენციულ-პროფილაქტიკური და არა ისეთი მასიური და საგანგაშო, როგორიც ახლა გვაქვს. შესაბამისად, მივიღებთ შემდეგ დონეებს - საომარი, საგანგებო და ე.წ ემერჯენსი, ანუ განსაკუთრებული მდგომარეობები. სიტუაციის მიხედვით, შესაძლებელი გახდება გამოცხადებული დონის აწევა მაღალ დონეზე ან გაუქმება”, - განაცხადა ბოძაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა