ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ ტურისტს, რომელიც გუდაურში იმყოფებოდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამთო კურორტების ადრე დახურვის მიზეზს განმარტავს და აცხადებს, რომ მიზეზი ჩეხი მოქალაქეა, რომელსაც გუდაურში ყოფნისას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ კარგად დავინახეთ, პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დღემდე დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. ჩეხი მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 8 მარტს როგორც თვითონ სატელეფონო საუბრისას ყვება, გამოუვლინდა სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება ჩეხეთში მოხდა. მას კონტაქტი ჰქონდა ჩვენს საელჩოსთან და იმ სასტუმროებთან,სადაც იმყოფებოდა და დაადასტურა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა ბიძგი, რომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზე ვაწესებთ შეზღუდვებს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს, რომ არ დამალა და სრულიად აღწერა მარშრუტი, სადაც სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იმყოფებოდა“, - აღნიშნა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია