რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი - საკარანტინო ზონიდან მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე გადავედით

რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან ჩვეულებრიც ფუნქციონირებაზე გადავიდა. მისივე თქმით, კლინიკა მწვავე პაციენტებს მიიღებს.

თავართქილაძის თქმით, კლინიკაში კარანტინის ზონაში მყოფი პაციენტები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს და მხოლოდ 12 მათგანი რჩება რესპუბლიკურში, რადგან მათ სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

„ჩვენი კლინიკა საკარანტინო ზონიდან უკვე გადავიდა ფუნქციონირებაზე, როგორც ჩვეულებრივი კლინიკა. კარანტინის ზონებში გადანაწილებულები არიან ის პაციენტები, რომლებიც ჩვენთან დაკვირვებაზე იმყოფებოდნენ, ეს არის დაახლოებით 21 პაციენტი. ჩვენთან რჩება ამ საკარანტინო პაციენტებიდან 12, რადგან მათ სხვადასხვა პრობლემები აქვთ და საჭიროებენ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას და დაკვირვებას. მათგან არცერთი არ არის კორონავირუსით დაინფიცირებული“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

როგორც თეა თავართქილაძემ განმარტა, კლინიკაში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა დღეს დაახლოებით 8 პაციენტის ანალიზს გამოიკვლევენ.

„ამჟამად კლინიკა გადასულია უკვე მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე", - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

იხილეთ ვიდეო: რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონიდან მწვავე პაციენტების და მძიმე შემთხვევების მიღებაზე გადავიდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა