რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი - რესტორნების დახურვის შემთხვევაში დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურებას ვერ შევძლებთ

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ რესტორნები დახურვის შემთხვევაში დასაქმებულთა ხელფასის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.

როგორც გაბრიჩიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავრობასთან მუდმივი კონსულტაცია მიმდინარეობს და ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან სექტორში დასაქმებულების კომპენსაციის საკითხს აყენებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ბიზნესი დროებით საერთოდ აღარ გვაქვს, ისევე როგორც დროებით არ გვაქვს სასტუმროების, ავიაციის ბიზნესი. რაც შეეხება რამდენად ადეკვატური იქნება ადგილზე გამოძახების მიმართულება, ეს ადეკვატური ვერ იქნება და იქნება იმის მეასედი, რა ბიზნესიც არსებობდა.

ყველაზე მთავარი მომენტია, თუ ფიქრობს სახელმწიფო, რომ რაიმე კომპენსაცია მისცეს ამდენ ხალხს, ასობით ათას კაცს, რომელიც ამ გადაწყვეტილების შედეგად უმუშევარი რჩება რესტორნების თუ სასტუმროების ბიზნესიდან? ეს ხალხი აბსოლუტურად სარჩო-საბადებლის გარეშე რჩება. ევროპის ქვეყნებში ეს გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემის წინასწარი გათვლებით იქნა მიღებული. ჩვენთან ეს გათვლა მოხდა თუ არა? ამაზე მთავრობასთან მიდის ფიქრი და არ ვიცით, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ხელფასს ვაძლევდით, როდესაც რაღაც შემოსავალი შემოგვდიოდა. შემოსავალი თუ აღარ გვაქვს, რაღაც ნაწილს დანაზოგით ავუნაზღაურებთ. თუ დაკეტილი მაქვს ობიექტი, როგორღა გადავუხადო? თუ შემოსავალი არ შემოგვივიდა, შვეიცარულ ბანკებში გადადებული არაფერი გვაქვს. კერძო ბიზნესში ასეთი რამ არ არსებობს“, - აცხადებს გაბრიჩიძე.

შეგახსენებთ, მთავრობა საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარების ხელმძღვანელობას რეკომენდაციებით მიმართავს, საზოგადოებისთვის ღია მომსახურების გაწევაზე უარი თქვან და ე.წ. გატანის სერვისზე გადავიდნენ.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად