მამუკა მდინარაძე - შეთანხმების აღსრულებაზე პასუხისმგებლობიდან გაქცევა არავის ეპატიება

საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიგი უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით და ამაში ხელისუფლება ვერც ერთი ფორმით ჩაერევა.

მან ასევე უპასუხა „,თავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეა ვის მიმართავს და რა თხოვნით. უგულავამ გადაწყვიტა, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და ახლა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ ამაში ვერანაირი ფორმით, თუნდაც განცხადებით, მოწოდებით და ა.შ. ვერ ჩავერევით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ რომელიმე პარტია მიღწეულ შეთანხმებას დააღვევს.

„მე არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციონერმა დაუშვას წარმოდგენაშიც კი, რომ ამ შეთანხმებიდან გავიდეს. ის პასუხისმგებელია პირველ რიგში ქართველი საზოგადოების წინაშე და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან მოდერატორების წინაშე, ვინც მედიაცია გასწიეს. ამ შეთანხმების აღსრულებაზე პასუხისმგებლობიდან გაქცევა არავის ეპატიება, პირველ რიგში ქართული საზოგადოების მხრიდან. ამავე დროს, პარტნიორებთან მათ ექნებათ ასახსნელი, თუ რატომ გავიდნენ შეთანხმებიდან. თუმცა, მე ამას არ ველოდები, მათ მოუწევთ შეთანხმების პირობებზე და მათ აღსრულებაზე ზრუნვა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა