"ბილაინი" ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს როუმინგში ინტერნეტპაკეტს უფასოდ გაუაქტიურებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, "ბილაინი" მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ბილაინი“ ავრცელებს.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ამ ეტაპზე ევროპა ითვლება, რის გამოც არაერთი ქვეყნის საზღვარი დაიკეტა. "ბილაინის" მომხმარებლებს, რომელთა საქართველოში დაბრუნება ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან შეფერხდა, ავტომატურად დაერიცხებათ გიგაბაიტები როუმინგში გამოსაყენებლად. მომხმარებლებს შესაბამისი შეტყობინება სმს-ით მიუვათ. როუმინგით მოსარგებლე მომხმარებლებს ასევე უფასოდ შეუძლიათ დაუკავშირდნენ "ბილაინის" სატელეფონო ცენტრს: (+995 32) 2 200 611

"ბილაინმა" ევროპაში COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და დღესაც აქტიურად განაგრძობს. უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ 1-ელ აპრილამდე დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა სათავო ოფისი. "ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ უფასოდ განახორციელონ ზარები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელ ხაზებზე. "ბილაინის" ნებისმიერი მომსახურების მიღება მომხმარებლებს დისტანციურად, MyBeeline აპლიკაციისა და "ბილაინის" ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ”,-აღნიშნულია "ბილაინის" განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა