ევროკომისია ინიციატივით გამოდის, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის მსურველ მგზავრებზე 30 დღით შეზღუდვები დაწესდეს

ევროკომისიას სურს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, 30 დღით ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს ყველა მგზავრს, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის - ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

ევროკომისიის განმარტებით, ეს ინიციატივა ჯანდაცვის სისტემაზე წნეხის შემცირებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ გვესაჭიროება, რომ მეტი გავაკეთოთ ჩვენს ჯანდაცვით სისტემაზე უზარმაზარი წნეხის შესამცირებლად. აქ, ევროპაში, ჩვენ ვირუსმა მძიმედ დაგვაზარალა. ვიცით, რომ ყველაფერი, რაც ამცირებს სოციალურ ინტერაქციას, ასევე ამცირებს ვირუსის გავრცელების სისწრაფეს. რაც უფრო ნაკლები იქნება მოგზაურობა, მით მეტად შევაჩერებთ ვირუსს“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე განმარტებით, აკრძალვა არ უნდა შეეხოთ ევროკავშირის მუდმივ მაცხოვრებლებს, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებს, დიპლომატებს, ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს. აკრძალვა არ გავრცელდება ტვირთების გადამზიდავებზეც.

გაურკვეველია, თუ როდის მოხდება ამ ზომების ინიცირება, თუმცა ევროპელ ლიდერებს 17 მარტს ვიდეო კონფერენცია აქვთ დაგეგმილი, რათა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხები განიხილონ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს