დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების წესების დაცვით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება.

მათივე ინფორმაციით, ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - Infoidp@moh.gov.ge გამოგზავნონ.

„მოვუწოდებთ თავად იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს მისაღებ ცენტრსა და ტერიტორიულ სამმართველოებში ვიზიტებისგან. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდება მონიტორინგის პროცესი, რაც იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლას გულისხმობს. არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შენობის სადეზინფექციო სამუშაოები შესაბამისი წესების დაცვით ტარდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა