ნინო ქადაგიძე - ჩემი სურვილია სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც ფაქტობრივად მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის

ჩემი სურვილია სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც ფაქტობრივად მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სასამართლოს აპარატის სტრუქტურა სრულყოფას საჭიროებს, ამასთან, უზენაესი სასამართლოს მუშაკთა თანამდებობის სარგოების ოპტიმიზაციაც უნდა მოხდეს.

„ჩემი სურვილია სასამართლოში შევქმნა ისეთი ატმოსფერო, როდესაც ფაქტობრივად მოისპობა სხვაობა თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის. თითოეული მოსამართლე აიღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას სასამართლოს ფუნქციონირებაზე, სასამართლოს მმართველობის საკითხებზე.

ჩემი მოსაზრებით, სრულყოფას საჭიროებს სასამართლოს აპარატის სტრუქტურა. უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მუშაკთა თანამდებობის სარგოების ოპტიმიზაცია, განაკვეთების ოპტიმიზაცია. აპარატში პრიორიტეტული ადგილი უნდა დაიჭიროს მოსამართლის საქმიანობის მხარდამჭერმა ძირითადმა რგოლმა, მხედველობაში მაქვს თანაშემწის ინსტიტუტი. საჭიროა კონკურსის პროცედურების სრულყოფა, შეფასების მკაცრი და მკვეთრი კრიტერიუმების შემოღება“, - განაცხადა ქადაგიძემ.

გარდა ამისა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ის სასამართლო სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების დანერგვის საჭიროებასაც ხედავს.

„ვფიქრობ, სასამართლო სისტემაში ასევე კარგი იქნებოდა დაინერგოს ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც ჩვენ დაგვეხმარება ერთის მხრივ დავაინტერესოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც მაღალი რეიტინგი აჩვენეს უნივერსიტეტში და ამავდროულად მივიღებთ მზა კადრს, რომელიც სასამართლოს საჭიროებებზე იქნება მორგებული“, - განაცხადა ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა