დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

„ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 619050 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 722222“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი