სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან ჯერ რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ, რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართნენ.

როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, როგორ შინაარსს შეიცავს ეს ლოცვა და ლოცვის შემდეგ მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ დღეს. მოძღვრები სამ ნაწილად გავიყოფით და ყველა უბანში მივალთ, სადაც ეს ნაკურთხი წყალი ესხურება. ჩვენ შევთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მან მედპერსონალს გაწეული შრომისთვის ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო: სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა