კახა კალაძე - მოქალაქეებს შეეძლებათ მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან მიმართებაში კი ვმუშაობთ, რომ არ დარჩნენ შემოსავლის გარეშე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება, მოქალაქეებს შეეძლებათ მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსით გადაადგილება.

როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე“.

„როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით-მეტროთი და ავტობუსებით- შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე”, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა