ჯანდაცვის მინისტრი - ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ისე მედპერსონალთა რაოდენობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია მომზადებული, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა.

„ჯერჯერობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა - ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა