ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ტესტირების კუთხით რიგების ან პასუხების დაგვიანების პრობლემა არაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ტესტირების კუთხით რიგების ან პასუხების დაგვიანების პრობლემა არაა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამჟამად მარაგშია 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 000-მდე ტესტი.

„დღეს ჩვენ გვაქვს იმის სრული შესაძლებლობა, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებას საეჭვო შემთხვევასთან დაკავშირებით, იქნას ტესტირებული. ლაბორატორიების წარმადობას რაც შეეხება, თითოეულ ფილიალს დღე-ღამეში 100 ტესტის შესრულება შეუძლია, ამდენად პრობლემა რომ ან რიგი გვქონდეს ტესტირებასთან დაკავშირებით ან შეფერხდეს პასუხების დაბრუნება, ასეთი რამ დღესდღეობით არ დგას.

პასუხებს ვიღებთ ძალიან სწრაფად -12 საათში. ყველაზე დიდი პერიოდი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს 24 საათია“,-აღნიშნა გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა