რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი