„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

"საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს. მათივე განმარტებით, ჯერჯერობით რკინიგზის გაჩერების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ ისინი სრულად მოქმედებენ საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდამენდაციების შესაბამისად და რკინიგზას დეზინფექციაც უტარდება.

„სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით სადეზინფექციო სამუშაოების, დისტანციური მოქმედების ნაწილში სრულად ვმოქმედებთ საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. მომავალშიც, საქართველოს რკინიგზა მოიქცევა იმის მიხედვით თუ რა მითითება იქნება საქართველოს მთავრობისა და საკორდინაციო საბჭოს მხრიდან.

რაც შეეხება რეისებს, დღეს ყველა რეისი დაგეგმილი გრაფიკით შესრულდა. ჩვეულებრივად გავიდა ყველა მატარებელი და გავა ღამეც. ასევე, თბილისში ყველა ის რეისი დაბრუნდა, რომელიც მაგისტრალურ ხაზზე მოძრაობს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში”.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა