სერგი კაპანაძე - ნინო ქადაგიძე არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, არამედ იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე

ეს ადამიანი არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, არამედ იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესმა, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე წარიმართა, გამოაჩინა, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემაში „კლანის“ მდგომარეობის განმტკიცება სურს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ „კლანმა“ თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს და ივანიშვილის ყველა დავალება შეასრულოს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა პარლამენტში და ქალბატონი ქადაგიძის ახლა უკვე თავმჯდომარედ გადაყვანა და დამტკიცება არის ამის მორიგი გამოვლინება. ჩვენ მასთან გვქონდა გასაუბრებები კომიტეტზე, სადაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი არ აპირებს იყოს სამართლის სადარაჯოზე, არამედ იქნება მუდმივად ხელისუფლების სადარაჯოზე. აქედან გამომდინარე ამას მხარს რა თქმა უნდა, არ ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ მართლაც ფუნდამენტური რეფორმაა ჩასატარებელი სასამართლოში“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა