COVID19-ის გავრცელების წინააღმდეგ ახალი პლატფორმა „ერთიანობა“ შეიქმნა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ და ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერმა სანდრო კანდელაკმა, COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ახალი პლატფორმა -www.1anoba.ge შექმნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს.

პლატფორმა, მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანებს მოხალისეობის მსურველებს , რომლებიც ჩაერთვებიან COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

იდეის ავტორების განცხადებით, პლატფორმის შექმნა ემსახურებოდა იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყოფილიყო ინფორმაცია ვინ არიან მოხალისეები, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება კორდინირება შიდა ჯგუფების, რომ დაეხმაროს სახელმწიფოს. მოხალისეთა რეგისტრაცია ვებ გვერდზე განთავსებული ფორმით არის შესაძლებელი.

„მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც COVID 19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყოველდღიურად იბრძვის. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროცესებში. ამიტომ, მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც გულანთებულ, მოტივირებულ ადამიანებს გაგვაერთიანებს, ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. ისტორიულად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე სიტუაციებში სამოქალაქო ჩართულობა დიდ როლს თამაშობდა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მხრივ. ვფიქრობთ, ახლაც მსგავსი საჭიროება დგას. გამარჯვება ერთიანობაშია და ეს ჩვენ ყველაზე კარგად გამოგვდის. ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს იყოს ქვეყნის მოხალისე, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ჩვენ ვიქნებით კოორდინაციაში სახელმწიფოსთან. თუ რა სახის დახმარება დასჭირდებათ იმ კუთხით მოხდება მოხალისეების გადამზადება. დავეხმარებით თვითიზოლაციაში მყოფებს, შშმ პირებს, მარტოხელებს, მოხუცებს და ყველას ვისაც მოხალისეების დახმარება დასჭირდება“, -აღნიშნა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა