„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მუხთარლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ადვოკატს მისმა მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ ბერლინიდან აცნობა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატს არჩილ ჩოფიკაშვილს აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ ბერლინიდან შეატყობინა, რომ აფგან მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე საათში იგი ბერლინში ჩადის.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, აზერბაიჯანში გადაიყვანეს და გამოგონებული ბრალდების საფუძველზე 6 წელი მიუსაჯეს.

გატაცებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და ნიკოლოზ ლეგაშვილი იცავენ, საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი და უახლოეს პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მოპასუხე სახელმწიფოების - საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც ის 6 წლიან სასჯელს იხდიდა. მისი ძმის ინფორმაციით, მუხთარლი გერმანიაში წაიყვანეს, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა