COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 18 მარტიდან შიდასაქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

კორონავირუსით გამოწვეული ვითარების და COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 18 მარტიდან შიდასაქალაქო ტრანსპორტის - N2, N6 და N 9 მიკროავტობუსების მოძრაობა დროებით იკრძალება, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის N10, N30, N34, N36, N22 მიკროავტობუსები შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ს.ს "შევარდენის" ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მიკროავტობუსების მძღოლებს ყოველდღიური გეგმა ამ ეტაპზე 40%-ით შეუმცირონ.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საქალაქთაშორისო და საგარეუბნო მიმართულებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მგზავრებს გადაადგილებისას პრობლემები არ ექნებათ, ამასთან აუცილებელია, ყველამ დავიცვათ უწყებათაშორისო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები, გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, თვითმმართველობა შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით აგრძელებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გატარებას", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა