ხათუნა ბურკაძე - ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარების აუცილებლობას

საშინაო პოლიტიკის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან ელექტრონულ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი სამუშაოს დისტანციურად შეასრულებს. ასეთი რეკომენდაცია კერძო დაწესებულებებსაც მიეცათ.

როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას? რამდენად მზადაა ქვეყანა ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს?

- ხსენებული გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის თვალსაზრისით. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ დისტანციურ მუშაობაზე, რომელიც არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას.

დღევანდელი მოცემულობა კი გვკარნახობს, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ციფრული მმართველობის ამჟამინდელი საშუალებები, ფორმატები. კერძოდ, გავაგრძელოთ ელექტრონულად საქმისწარმოება, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით დისტანციურად გავმართოთ შეხვედრები, სხდომები, ვიდეოკონფერენციების მეშვეობით დავუკავშირდეთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პარტნიორებს, გავმართოთ ონლაინ დიალოგი მაგალითად “Skype”-ისა და “Facebook”-ის გამოყენებით.

დღევანდელი მოცემულობა კი გვკარნახობს, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ციფრული მმართველობის ამჟამინდელი საშუალებები, ფორმატები... გავმართოთ ონლაინ დიალოგი მაგალითად “Skype”-ისა და “Facebook”-ის გამოყენებით

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამუშაო პროცესში რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად კი შესაძლებელია ციფრულ სივრცეში არსებული არაერთი აპლიკაციისა თუ პლატფორმის გამოყენება.

ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. ცვლილებები შეეხება პარლამენტში საკითხების დისტანციურ განხილვასა და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურების შემოღებას განსაკუთრებით მნიშვნელოვან, საგანგებო სიტუაციებში.

მსგავსი ინიციატივები გარკვეულწილად ხელს შეუწყობენ გადაწყვეტილებების მიღების უწყვეტობას. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელმა რეალობამ ციფრული მმართველობის მეტად განვითარებაში დაგვარწმუნა.

- კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. პრემიერმა გიორგი გახარიამ ეჭვი გამოთქვა, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას.

როგორ უნდა მოხდეს ონლაინ სწავლების წარმართვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში?

- უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ელექტრონულ წიგნებსა და ონლაინ გაკვეთილებზე, ლექციებზე.

ინგლისური ენის შესწავლის მიზნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, სასწავლო პროცესის გადადების პარალელურად, ბავშვებისთვის ონლაინ პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით, ამერიკელი დიპლომატები მოთხრობებს ინგლისურად კითხულობენ. შესაძლებელია ანალოგიური ინიციატივების განხორციელება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სტუდენტებს თავიანთი პროფილის მიხედვით შევთავაზოთ ონლაინ კურსები, რომლებიც უკვე შექმნილია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ. ეს ხელს შეუწყობს, ხსენებულ პერიოდში, მათი ცოდნის დამატებით გაღრმავებას.

რაც შეეხება დისტანციური სწავლების პრაქტიკულ ასპექტებს, არსებობს სპეციალური პროგრამები, აპლიკაციები, რომელთა გამოყენებით მანძილის მიუხედავად შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის წარმართვა.

რაც შეეხება დისტანციური სწავლების პრაქტიკულ ასპექტებს, არსებობს სპეციალური პროგრამები, აპლიკაციები, რომელთა გამოყენებით მანძილის მიუხედავად შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის წარმართვა

შესაბამისად, სასურველია, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სწავლის პროცესში მსგავსი პროგრამები და აპლიკაციები დანერგონ, რაც უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების პროცესის ეფექტიანად განხორციელებას.

ხსენებული პროგრამები შესაძლოა მოიცავდნენ არა მხოლოდ ლექციის ონლაინ ტრანსლირებას, არამედ ჩანაწერის, დახურულ რეჟიმში, “YouTube” არხზე შენახვას, ასევე შეფასების კომპონენტებსაც, მაგალითად, საშინაო დავალებას.

საქართველოს უნივერსიტეტები გეგმავენ ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით.

არაერთ უნივერსიტეტში, მათ შორის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადიან.

ამასთანავე, მასწავლებლებსა და პროფესორებს ინდივიდუალურ რეჟიმშიც შეუძლიათ „პოდკასტებით“ კომუნიკაცია აუდიტორიასთან, რაც გულისხმობს შესაბამის თემატიკაზე ვიდეო და აუდიო ფაილების შექმნას. ამ პროცესში შესაძლებელია შემდეგი პლატფორმების გამოყენება: Google Podcasts, Spotify, iTunes.

დისტანციური სწავლების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილება თვალსაჩინოა, რადგან მან შექმნა შესაბამისი ონლაინ ფორმატები. სასურველია მისი გამოცდილების გაზიარება. მით უფრო, რომ ესტონეთმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მზად არის დაეხმაროს სხვა ქვეყნებს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ციფრული განათლების ხელშემწყობი პლატფორმების შესახებ.

დისტანციური სწავლების თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილება თვალსაჩინოა, რადგან მან შექმნა შესაბამისი ონლაინ ფორმატები. სასურველია მისი გამოცდილების გაზიარება

- როგორ ფიქრობთ, რა ტიპის გამოწვევები შეიძლება ახლდეს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას?

- ონლაინ სწავლების აუცილებელი წინაპირობაა ყველა მოსწავლესა და სტუდენტს ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტზე მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა. ამდენად, ყველა რეგიონის ინტერნეტიზაცია განაპირობებს იმას, რომ ციფრული მმართველობის შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლა აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას მოითხოვს.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დისტანციური სწავლების მოდელზე გადასვლა აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას მოითხოვს

სასურველია, განათლების სტრატეგიაში მეტად გამოიკვეთოს ონლაინ სწავლების როლი საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაინერგოს დისტანციური საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად.

ასევე, საყურადღებოა ის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ონლაინ რეჟიმში გამოცდების, შეფასების პროცესს, რაც მოითხოვს მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრას, მათ შორის, შესაძლოა საგნის სილაბუსში ასახული შეფასების კომპონენტების გადახედვასაც გულისხმობდეს.

საყურადღებოა ის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ონლაინ რეჟიმში გამოცდების, შეფასების პროცესს, რაც მოითხოვს მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრას, მათ შორის, შესაძლოა საგნის სილაბუსში ასახული შეფასების კომპონენტების გადახედვასაც გულისხმობდეს

- როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს მომავალში ციფრული მმართველობის გასავითარებლად?

- ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს საქართველოში ციფრული მმართველობის განვითარების აუცილებლობას.

ციფრული, ელექტრონული მმართველობის გაძლიერება კი გულისხმობს - პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესისთვის ინტეგრირებული, კოორდინირებული და თანამედროვე ელექტრონული სივრცის შექმნას, რომლის მეშვეობით სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დისტანციურად შეუფერხებლად შეძლებენ გამოწვევების, საკითხების მიმართ მყისიერ რეაგირებას და სიტუაციის მართვას.

მოსახლეობისთვის ახალი ელექტრონული სერვისების შეთავაზებას, მაგალითად, საკონსულო მომსახურების სფეროში შესაძლებელია ჩეთბოტ კონსულის მექანიზმის დანერგვა. ეს იქნება ნიმუში იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია საზღვარგარეთ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებში სერვისების გაუმჯობესება ხელოვნური, ციფრული ინტელექტის მეშვეობით.

ციფრული, ელექტრონული მმართველობის გაძლიერება კი გულისხმობს - პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესისთვის ინტეგრირებული, კოორდინირებული და თანამედროვე ელექტრონული სივრცის შექმნას, რომლის მეშვეობით სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დისტანციურად შეუფერხებლად შეძლებენ გამოწვევების, საკითხების მიმართ მყისიერ რეაგირებას და სიტუაციის მართვას

საკონსულო ურთიერთობების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ონლაინ დიალოგის ფორმატში, შეიძლება უწყვეტად საკონსულო მომსახურების გაწევა.

ამასთანავე, ციფრული მმართველობის განვითარება ნიშნავს როგორც დისტანციური სწავლების ახალი შესაძლებლობების, პლატფორმების შექმნას, ისე ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობას ტექნოლოგიების შექმნის სტიმულირებითა და ციფრული სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფით.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს და ყველას, ვინც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ დავამარცხებთ მას.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში