ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით კარანტინიდან ორი პირი შეიყვანეს

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი ორი მოქალაქე კორონავირუსის კვლევის შედეგებს ელოდება.

როგორც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ორი მოქალაქე კარანტინიდან შეიყვანეს, მათ ტემპერატურა აღენიშნებათ.

ექიმის, დავით მურვანიძის თქმით, კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ერთი ადამიანი იმყოფება, მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მოქალაქეს რისკ-ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 300 -ზე მეტი ადამიანია, თვითიზოლაციაში კი 100-ზე მეტი პირია გადასული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა