პარიზი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოყვანილი 160-მდე პირი საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს

პარიზი-თბილისის რეისით საქართველოში 160-მდე მგზავრი ჩამოიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ყველა მათგანი საირმესა და თელავში მდებარე საკარანტინე ზონებში ესკორტის თანხლებით გადაიყვანეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველა მათგანს ეპიდემიოლოგები შესაბამის გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

„თქვენთვის ცნობილია, რომ საფრანგეთიდან შემოსული მგზავრები უკვე რამდენიმე დღეა კარანტინში გადადიან. მათ ჩაუტარდება გამოკვლევა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან და შესაბამისი კვლევები გაუკეთდებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა