კახეთში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა

კახეთში საკარანტინო ზონაში მყოფ პირთა რაოდენობა 160-მდე გაიზარდა. ყველა მათგანი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამ სასტუმროშია მოთავსებული, სადაც სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები მათ კარანტინის პერიოდის გასვლამდე დააკვირდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, რეგიონში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 198 პირი, 11 პირს კი გუშინ მოეხსნა თვითიზოლაციაში ყოფნის ვალდებულება. სამმა მოქალაქემ დააღვია თვითიზოლაციის წესი და ისინი სამართალდამცველებმა იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, გუშინ, ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, საქართველოს 5 მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მათ კორონავირუსის სხვა დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე