პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვერ გამოიყენებს ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებასა და ვერც მათ მეთვალყურეობაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოხალისეებს ვერ გამოიყენებს.

როგორც იმნაძემ განმარტა, მოხალისეების ტრენინგიც არ არის საჭირო.

„იყო კითხვები მოხალისეებთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის ის ინსტანცია, რომელიც მოხალისეობის ინსტიტუტს გამოიყენებს. ჩვენ მოხალისეს ვერ გამოვიყენებთ ვერც ლაბორატორიაში, ვერც კონტაქტების მოძიებაში და ვერც მათ მეთვალყურეობაში. ამიტომ მოხალისეობის თემა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებს სცდება. მოხალისეების ტრენინგიც არ არის საჭირო. დაავადებათა კონტროლის ცენტრს უამრავი სატრენინგო მასალა აქვს გავრცელებული. არსებობენ სამსახურები და მოვახდინეთ ტრენერების ტრენინგიც. მოხალისეები ძალიან კარგია, მაგრამ არის რაღაც სპეციფიკური სამუშაოები, სადაც მოხალისეებს ვერ გამოვიყენებთ“, - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა