პაატა იმნაძე - ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები როგორც დაავადების მიმღებლობასთან, ასევე დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

თუმცა, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, ბავშვები შეიძლება იყვნენ გავრცელების წყარო ასაკოვანი ადამიანებისთვის.

„არავის უთქვამს, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ეკარება. სტატისტიკაზე ლაპარაკი, როდესაც შემთხვევების რაოდენობა 40 არ არის ქვეყანაში, არასერიოზულია. როდესაც ჩინეთმა გამოაქვეყნა სტატისტიკა 75 ათას შემთხვევაზე, იქედან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა. ჯერჯერობით ბავშვები საბედნიეროდ, ისევ რჩებიან როგორც დაბალი რისკის მქონეები დაავადების მიმღებლობასთან და განსაკუთრებით დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით. თუმცა, ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგანაც მათ თვითონ მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ გავრცელების წყარო ბაბუების და ბებიებისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა