ჯანდაცვის მინისტრი - ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპისთვის შეიძლება იყოს სარისკო

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოხალისეების ჩართულობა ამ ეტაპისთვის შეიძლება იყოს სარისკო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მათ პირველ რიგში უნდა იზრუნონ, რომ მოხალისეებს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია, რათა მათი გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხალისეებს ჰქონდეთ ჩატარებული შესაბამისი ინსტრუქტაჟი. ამ ეტაპისთვის მოხალისეების ჩართულობა შეიძლება იყოს სარისკო, ვინაიდან მათ არ აქვთ გავლილი ეს რეკომენდაციები. ჩვენ, პირველ რიგში, ვიზრუნებთ, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იყოს მათი გადაადგილება უსაფრთხო, ხოლი ამის შემდეგ, უკვე კონტროლირებადი იქნება ჩვენთვის, თუ რას გააკეთებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ისინი იქნებიან სპეციალურ რგოლებთან მიბმულები,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია ბაზა, რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისა და პენსიონერების სიას და მისი თქმით, საქართველოს ფოსტა სახელმწიფოსთან ერთად ჩაერთვება ამ ადამიანების დახმარების პროცესში.

„ჯანდაცვის სამინისტროში ჩვენ გვაქვს ბაზა, რომელიც მოიცავს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების, ჩვენი მოქალაქეების სიას, ასევე იმ პენსიონერების სიას, რომლებიც არიან მარტოხელები და რომლებიც იმყოფებიან მაღალ რისკ ჯგუფში. მიღებული იქნა გუშინ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ფოსტა ინტენსიურად ჩაერთვება სახელმწიფოსთან ერთად ყოველივე ამის აღსრულებაში. დღეს პირველ საათზე სამინისტროში გვექნება დეტალური შეხვედრა და განხიავა, თუ როგორი სქემით მოხდება ამ ადამიანებთან დაკავშირება და შემდეგ მათი ჩვენთან უკუკავშირი და რა ფორმატში იმუშავებს საქართველოს ფოსტა უკვე მთავრობის დავალებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა